რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობისთვის უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები გატარდა

რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისასა და უბისა-შორაპანის მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. კერძოდ, ხევი-უბისას მონაკვეთზე, 2 ადგილზე მოეწყო სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი, ხოლო ხევი-უბისასა და უბისა-შორაპანის მონაკვეთებზე მოეწყო ხმაურიანი ზოლები. ორივე მონაკვეთზე, სამშენებლო ობიექტების შესასვლელებში სიჩქარე შეზღუდულია 40 კმ-სთ-მდე და განთავსებულია შესაბამისი საგზაო ნიშნები.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. აღნიშნული გზის ორ სექციაზე, ხევი-უბისასა (12.2 კმ) და უბისა-შორაპანის (13კმ.) მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად დაიწყო, პირველ, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე ტენდერი დასრულების ეტაპზეა, ხოლო მეოთხე, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის და მოუწოდებს მძღოლებს, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას, უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად, დაემორჩილონ დაწესებულ შეზღუდვებს და საგზაო რეგულაციებს, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს