გია ვოლსკი - თინა ხიდაშელის განცხადება ლოგიკას არ ექვემდებარება

ვფიქრობ, თინა ხიდაშელის განცხადება არის პოლიტიკური ბრძოლის შემადგენლობა, რომელიც ლოგიკას არ ექვემდებარება, - ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის მიერ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში 7VS1 გაკეთებულ განცხადებას, რომელიც მისი პოლიტიკიდან წასვლას უკავშირდება.

გია ვოლსკის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადება მეტ კონკრეტიკასა და ფაქტების დასაბუთებას საჭიროებს.

გია ვოლსკის შეფასებით, თინა ხიდაშელი ამ გზით ცდილობს პოლიტიკურ ზედაპირზე ადგილის შენარჩუნებას.

„უსაფუძვლოა ასეთი განცხადებები. ადამიანები, რომლებსაც პირადი ცხოვრების ჩანაწერებით თუ სხვა მეთოდებით ებრძვიან, უფრო მეტ თანაგრძნობას იღებენ ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ვიდრე ადამიანები, რომლებიც ჭორ-მართალი ამბებით ცდილობენ თავის დამკვიდრებას ან შენარჩუნებას პოლიტიკურ ზედაპირზე“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში 7VS1 თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა უკავშირდება პორალურ ზეწოლას, ვინაიდან მისი თქმით, ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი ცდილობდა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ არსებობდა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რამაც მასზე გავლენა იქონია. ვინაიდან გარკვეულ წილად საზოგადოებამ აღნიშნული ინფორმაციის ნამდვილობა დაიჯერა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა