სირიის ქალაქ მარატ ალ-ნუმანში ავიაიერიშების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

სირიის ქალაქ მარატ ალ-ნუმანში განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ ადგილობრივ მაშველებსა და მოსახლეობაზე დაყრდნობით იუწყება.

მათი ინფორმაციით, ავიაიერიშები სირიის ან რუსეთის მოიერიშე თვითმფრინავებით განხორციელდა.

„გვამები ქუჩებში ყრია. ღმერთმა დასაჯოს პუტინიც და ასადიც თავიანთი რეჟიმების გამო,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მაშველმა „როიტერსთან“ საუბარში.

რუსეთისა და სირიის არმიები უარყოფენ ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ისინი მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებული ტერიტორიების დაბომბვას ახორციელებენ და აცხადებენ, რომ მათი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული ისლამისტი მებრძოლების წინააღმდეგ ბრძოლაა.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა