მამუკა ვასაძე - მე და შალვა თადუმაძემ მოსამართლეობის კანდიდატობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მივიღეთ

სიმართლე გითხრათ, მე და შალვა თადუმაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მივიღეთ,- ამის შესახებ გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, მამუკა ვასაძემ იუსტიციის საბჭოში გასაუბრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას - იცოდა, თუ არა რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძეც არის.

„მე, ბუნებრივია, როცა მივიღე გადაწყვეტილება გამოვუცხადე ჩემს ხელმძღვანელს, რომ ასეთი სურვილი მაქვს. მისგანაც მივიღე დასტური და თვითონაც გამიმხილა, რომ მეც მაქვს ასეთი სურვილი და მეც ვაპირებ შეტანასო", - განაცხადა მამუკა ვასაძემ.

ამასთან, მამუკა ვასაძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურობაზე რეკომენდაცია მას სხვა კოლეგებთან ერთად შალვა თადუმაძემაც გაუწია.

შეგახსენებთ, მამუკა ვასაძე 2018 წლის დეკემბრიდან გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის პირველი მოადგილეა. ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო