გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ივლისს, 14:00-დან 15:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ენერგომომარაგება შეეზღუდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგურამო, ახალსოფელი, წიწამური, ზედაზნის გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო 15:00-დან 16:00 საათამდე - წეროვანში, ზემო წეროვანში, კვლევითი ინსტიტუტის დასახლებაში, წილკნის ტერიტორიაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს