„თიბისი“ სესხის დაზღვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

სესხის დაზღვევა იმ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას დაგიცავს, როდესაც ვეღარ ახერხებ სესხის დაფარვას. ასეთ დროს „თიბისი“ დაზღვევა 6 თვის განმავლობაში, შენ ნაცვლად გადაიხდის ბანკის წინაშე არსებულ ვალდებულებას, - ამის შესახებ „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, შეგიძლია დააზღვიო შემდეგი ტიპის სესხები: სამომხმარებლო, იპოთეკური, ავტოსესხი და განვადება.

„თიბისის“ ცნობით, დაზღვევის მისაღებად მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენაა საჭირო. დაზღვევის ფასი იწყება 4 ლარიდან და გამოითვლება ინდივიდუალურად, ღირებულება დამოკიდებულია სესხის ოდენობასა და შერჩეულ ლიმიტზე, ყოველთვიური მაქსიმალური ანაზღაურების ლიმიტი 500 ლარია.

„დაზღვევის შესაძენად აუცილებელია: იყო მინიმუმ 21 წლის, დასაქმებული იყო საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციაში, ბოლო 1 წლის მანძილზე გქონდეს უწყვეტი სამუშაო სტაჟი საქართველოში.

რა შემთხვევები ანაზღაურდება: სამსახურიდან დათხოვნა და შრომისუუნარობა, უბედური შემთხვევის შედეგად.

სესხის დაზღვევის შეძენა მთელი საქართველოს მასშტაბით „თიბისი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში, „თიბისი“ დაზღვევის ფილიალებში და ონლაინ არის შესაძლებელი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა