პროექტის „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისთვის“ ფარგლებში, მარნეულში შეხვედრა გაიმართა

დღეს მარნეულში, რელიგიის სააგენტოს ახალი პროექტის, „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისთვის“ ფარგლებში, პირველი შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“რელიგიის სააგენტოდან აცნობეს. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში, შოთა რეხვიაშვილი, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, ქეთევან ჯაყელი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური, საქართველოს მუსლიმთა შეიხი, რამინ იგიდოვი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, იასინ ალიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი.

„ჩვენ ვიწყებთ მარნეულიდან, შემდგომ გადავინაცვლებთ დმანისსა და საგარეჯოში, სადაც სახელმწიფო ენას ჩვენი მუსლიმი თანამემამულეები შეისწავლიან. შემდგომი ეტაპი იქნება სექტემბერში, როცა პროექტში, მთელი საქართველოს მასშტაბით, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიისა და კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელი სასულიერო პირები ჩაერთვებიან“, - განაცხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი უკლებამ.

პროექტის შექმნა განაპირობა სააგენტოს მიერ 2018–2020 წლების ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით განხორციელებულმა სემინარების ციკლმა - „ადამიანის უფლებები და რელიგიური შემწყნარებლობა“, რომლის დროსაც გამოიკვეთა, რომ სემინარების მონაწილე რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ სასულიერო პირებს თემის გაგება-გააზრება უჭირდათ სახელმწიფო ენის სათანადოდ ან საერთოდ ვერ ფლობის გამო. გადაწყდა, განხორციელებულიყო სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი, სახელწოდებით: „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისთვის“, რომლის ფარგლებშიც ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.

აღნიშნული პროექტის მიზანია სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია, სწავლების პროცესის სრულყოფა, ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრირება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს