სოზარ  სუბარი - ევროპულმა სასამართლომ ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ყაჩაღობა, სხვისი ქონების მიტაცება არის ცუდი, საკუთრების უფლების დაცვა არის კარგი

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ყაჩაღობა, სხვისი ქონების მიტაცება არის ცუდი, საკუთრების უფლების დაცვა არის კარგი, - ასე გამოეხმაურა პრემიერის მრჩეველი რეგიონალური საკითხებში სოზარ სუბარი “რუსთავი2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

სუბარის თქმით, ევროპულმა სასამართლომ მკაფიოდ თქვა, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანი იყო.

“რამდენიმე დღეა “რუსთავი2“-ის საქმესთან დაკავშირებით დიდი ხმაურია. ერთი რამ მკაფიოდ უნდა ვთქვათ, ყველაზე ავტორიტეტული ინსტანცია და სასამართლო, ეს არის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო. ეს არის ყველაზე მაღალი ინსტანცია მსოფლიოში. ამ სასამართლომ ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ყაჩაღობა, სხვისი ქონების მიტაცება არის ცუდი, საკუთრების უფლების დაცვა არის კარგი, ისევე როგორც დანარჩენ ორ საქმეზე, მან თქვა, რომ ადამიანის ქუჩაში მკვლელობა და საქმის გაყალბება, არის ცუდი. მე, როგორც სახალხო დამცველს, შესწავლილი მაქვს როგორც აყალბებდა “ნაციონალური მოძრაობა“ და პირადად მიხეილ სააკაშვილი ამ მკვლელობის საქმეს. როდესაც გუნდი, რომელიც ამას აკეთებდა, ევროპულ ღირებულებებზე ლაპარაკობს, არის მატყუარა. ამ საქმეზე სამართლიანობა აღდგა. რაც შეეხება სხვა საქმეებს, თავის სათქმელს სასამართლო იტყვის, ისევე როგორც ზუსტად თქვა, “რუსთავი2“-ის საქმესთან დაკავშირებით. ევროპულმა სასამართლომ აღიარა, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანი იყო. კითხვა, რომელსაც ყველა სვამს, თუ როგორ შეიძლებოდა მილიონები ჰქონოდა მინისტრს, რომელიც მის დეკლარაციაში არ ჩანს, ეს ცაკლე გამოძიების საგანია.

დვალისა და აქიმიძის საქმე თავის დროზე შესწავლილი მაქვს. მათ ჰქონდათ აქამდეც უფლება და ახლაც შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ ან ქიბარ ხალვაშთან ჰქონდეთ მოლაპარაკება, როგორც აქამდე აცხადებდნენ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა