ვაშლიჯვარში მდებარე 158-ე სკოლის შენობაში შესახლებულ დევნილებს კრიმინალური პოლიცია შენობის დატოვებას სთხოვს

ვაშლიჯვარში მდებარე 158-ე სკოლის ერთ-ერთ შენობაში 2 დღის წინ შესახლებულ დევნილებს კრიმინალური პოლიცია შენობის დატოვებას სთხოვს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა დევნილმა ნინო ანდრონიკაშვილმა განუცხადა.

„სოციალურად დაუცველები, დევნილები, უსახლკაროები და მარტოხელა დედები, რომლებიც აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილები ვართ, გუშინ ამ შენობაში შემოვედით იმის გამო, რომ ქუჩაში ვიყავით. ორი დღეა მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად აქ ვცხოვრობთ. აქაურობა კრიმინალური პოლიციითაა სავსე და ხალხს შენობის დატოვებას გვთხოვს, თუმცა ჩვენ ამ შენობას არ დავტოვებთ“, -განაცხადა ერთ-ერთმა მცხოვრებმა ნინო ანდრონიკაშვილმა.

მისივე განმარტებით, „პოლიციელები მათ უხეშადაც ექცევიან“.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს