დავით დვალი განმარტავს, რომ ადამიანში, რომელიც ჯარჯი აქიმიძეს, მასსა და „რუსთავი 2“-ს შორის დგას, ბიძინა ივანიშვილი იგულისხმა

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლის, დავით დვალის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილია ის პირი, რომელიც მასსა და სამართლიანობის აღდგენას შორის დგას.

ამასთან, როგორც დავით დვალი განმარტავს, „რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკასა და კრიტიკული აზრს საფრთხე ემუქრება, რასაც ქიბარ ხალვაშის დღევანდელი განცხადება ადასტურებს.

„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობდი იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ის წყვეტს, დათმობს თუ არა წილს და რამდენს ქიბარ ხალვაში და ასევე, საერთოდ მიგვიშვებენ თუ არა "რუსთავი 2"-თან. ჩვენ დღევანდელ განცხადებაში აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ ჩვენ გვინდოდა და გვინდა დღესაც, რომ სამართლებრივი მექანიზმი გვეჭიროს, რომ დაზარალებულები, რადგანაც გვცნო პროკურატურამ, წინ წაწიოს საქმე და რამე სამართლებრივი ბერკეტი დაგვიტოვოს ბრძოლისთვის. ეს იყო ჩვენი მთავარი მოთხოვნა და ზუსტად აქ გვგონია პრობლემა, რომ ბიძინა ივანიშვილი არა მარტო ქიბარ ხალვაში რას გვეტყვის, იმას წყვეტს, არამედ იმასაც, რომ პროკურატურა დუმს და თაროზე აქვს შემოდებული ჩვენი საქმე და არანაირად წინ არ იძვრის“, - განაცხადა დავით დვალმა „რუსთავი 2“-თან საუბარში.

შეგახსენებ, რომ „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა - ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა დღეს განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში აქიმიძე და დვალი აღნიშნავენ, რომ დღეს მათსა და სამართლიანობის აღდგენას შორის, მათსა და მათ მიერვე დაფუძნებულ ტელევიზიას შორის ერთი ადამიანი დგას და ის არ არის ქიბარ ხალვაში.

ამასთან, არხის დამფუძნებლები მიიჩნევენ, რომ „რუსთავი 2“-მა უნდა მოახერხოს პარტიული ზეგავლენისგან გათავისუფლება, რათა აღიდგინოს გამოკვეთილად კრიტიკული და ჩასაფრებული მიუკერძოებელი მეთვალყურის (ე.წ. ვოჩდოგის), მეოთხე ხელისუფლების ფლაგმანის ფუნქცია.

ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო
პანდემიის დროს გააქტიურებული ქართული სტარტაპი - 0% საკომისიო და უფასო მიტანა 100 დღის განმავლობაში
„კარფურის გათამაშება გრძელდება“ - წინ კიდევ უსასრულო სიურპრიზებით სავსე 2 კვირა გელოდებათ
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის