მოსამართლეობის კანდიდატმა მაია ვაჩაძემ გასაუბრებაზე განაცხადა, რომ მიხეილ ჩინჩალაძე თანადგომითა და ორგანიზატორული თვისებებით გამორჩევა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მაია ვაჩაძის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მიხეილ ჩინჩალაძე თანადგომითა და ორგანიზატორული თვისებებით გამორჩევა. აღნიშნულის შესახებ მაია ვაჩაძემ იუსტიციის საბჭოში საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მაია ვაჩაძის თქმით, დაახლოებით 10 წლის განმავლობაში უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატას მიხეილ ჩინჩალაძე ხელმძღვანელობდა.მაია ვაჩაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინჩალაძე აღნიშნული პალატის უფროსი იყო და თავადაც იქ მუშაობდა, ჩინჩალაძის გავლენის ქვეშ არ იყო და არც ახლა არის. მისი თქმით, "მოსამართლის უფროსი საკუთარი თავია".

"მიხეილ ჩინჩალაძე იყო პალატის უფროსი, მაგრამ არ იყო ჩემი საქმის უფროსი. ჩვენს საქმეში ვერავინ დამავალებს, რა უნდა გავაკეთო და რა არა. ის, რომ მიხეილ ჩინჩალაძე არის პალატის თავმჯდომარე, არ ნიშნავს, რომ მე, როგორც მოსამართლე, ვარ მისი გავლენის ქვეშ. პოლემიკა მქონია ბატონ მიშასთანაც და ჩემს სხვა კოლეგებთან კონკრეტულ საქმეზე. რაც შეეხება პიროვნულ თვისებებს, ბატონი მიშას თვისებებიდან გამოვყოფდი ორს: ორგანიზატორული ნიჭი და თანადგომა ", - განაცხადა ვაჩაძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება გავრცელებულ მოსაზრებებს, რომ სასამართლო სისტემაში ე.წ. კლანი არსებობს, აღნიშნული გამოთქმა დღეს მოქმედ სასამართლო სისტემას არ შეესაბამება.

"კლანი", ალბათ, ისეთი გამოთქმაა, რომელიც დღევანდელ სიტუაციას სასამართლოში არ შეესაბამება. თუმცა ვთვლი, რომ ზოგიერთ მოსამართლეს შეიძლება, გარკვეული ავტორირიტეტი შედარებით უფრო მაღალი ჰქონდეს, ვიდრე სხვას", - განაცხადა მაია ვაჩაძემ.

მაია ვაჩაძე უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლეა, რომელსაც აღნიშნულ ინსტამციაში 20 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ მას ვადა ეწურება,იუსტიცის საბჭომ დრო გაუხანგრძლივა მანამდე, ვიდრე მის წარმოებაში არსებული საქმეების განხილვას არ დაასრულებს. ამის პარალელურად, ვაჩაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია. პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში ვაჩაძე უვადოდ გამწესდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს