დიმიტრი გვრიტიშვილი ეკა ბესელიაზე - სამარცხვინოა, როცა დეპუტატი სასამართლოს ბინძურ ქმედებაში ადანაშაულებს

სამარცხვინოა, როცა პარლამენტის მოქმედი წევრი სასამართლოს ხელისუფლებას ამგვარი ბინძური ქმედების განხორციელებაში ადანაშაულებს,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როცა უპასუხა კითხვას - როგორ შეაფასებდა ეკა ბესელიას განცხადებას, რომლის თანახმად, დეპუტატი ამბობს, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელება სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის ინტერესში შედიოდა.

გვრიტიშვილის თქმით, ბესელიას ეს მოსაზრება ალოგიკური და სამწუხაროა.

„უბრალოდ, სამარცხვინოა, როცა პარლამენტის მოქმედი წევრი სასამართლოს ხელისუფლებას ამგვარი ბინძური ქმედების განხორციელებაში ადანაშაულებს. არ ვიცი, ამის თქმის მიზანი რა არის, მას ჰკითხეთ. ჩვენს ინტერესში არავის დისკრედიტაცია არ შედის. პირიქით, ვისაც რაიმე ან პოლიტიკური მიზნები,ან რაიმე ინტერესი აქვს სასამართლოში გავლენის მოპოვების მიზნით, ყველა ჩვენ გვესხმის თავს და ყველა ჩვენ გვწამებს ცილს. ამიტომ, მუდმივად თავდაცვის რეჟიმში ვართ. აბსოლუტურად, ალოგიკურია ქალბატონი ეკას მოსაზრება, რომ ჩვენ თურმე ვიღაცის დისკრედიტაციას ვახდენთ", - განაცხადა გვრიტიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა