პაატა სალია - ქიბარი, ჯარჯი და დათო თვითონ გაერკვევიან

ქიბარი, ჯარჯი და დათო თვითონ გაერკვევიან, ეს არ არის ჩემი ფუნქცია, მე მაქვს სხვა ფუნქციები, -ამის შესახებ „რუსთავი 2“ -ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

სალიას თქმით, თუ წილებთან ან მართვასთან დაკავშირებით შეთანხმდებიან ხალვაში, აქიმიძე და დვალი, ამის შემდეგ შეეძლება მას დამატებით საუბარი.

"მე არ მაქვს ჯარჯისთან და დათოსთან კომუნიკაცია, მე ახლა ვარ დაკავებული კონკრეტული ამოცანების გადაჭრით. ქიბარი, ჯარჯი და დათო თვითონ გაერკვევიან, ეს არ არის ჩემი ფუნქცია მე მაქვს სხვა ფუნქციები, რომლებიც გადაუდებელ გადაჭრას მოითხოვს და მე ამით ვარ დაკავებული“-განაცხადა პაატა სალიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო