აქციის ორგანიზატორები პარლამენტის წინ ყოველდღიურ გადაცემას იწყებენ

საგანგებო რეჟიმზე გადავდივართ - ყოველ დღე გვექნება გადაცემა "სირცხვილია, - ამის შესახებ ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს აქციის ორგანიზატორების მედიაპროექტი 20:20 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

"ჩვენ გადავდივართ ახალ, საგანგებო რეჟიმზე. მედიაპლურალიზმის მიმართულებით პრობლემებია. ყოველ დღე, 20:20 საათზე გვექნება გადაცემა. ბევრი ადამიანი რეგიონშია და სანამ ჩვენ დავიწყებთ რეგიონებში სიარულს, მივალთ იმ ადამიანებამდე მედიის საშუალებით. ათწლეულებზე მეტია, მედიის სფეროში გვაქვს გატარებული და გავაკეთებთ იმას, რაც საუკეთესოდ ვიცით - აქ დაიბადება ახალი მედია პროექტი - "სირცხვილია". ამისთვის ფინანსებსაც ვაგროვებთ და ახლა -2000 ლარით ვუპირისპირდებით რამდენიმე მილიარდს, მაგრამ თან რამდენიმე სიმართლე გვაქვს და ეს დიდი იარაღია. აქცია ერთსაათიანი იქნება. აუდიტორიას ექნება საშუალება, ჩვენს სტუმრებს კითხვები დაუსვას. ძალიან კარგი რეიტინგი გვაქვს და ყველა მედიასაშუალებისთვისაც ამის პირდაპირ ეთერში გაშვება სასარგებლო იქნება“, - განაცხადა დიღმელაშვილმა.

შეგახსენებთ, აქციის მონაწილეების მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა. ეს აქციის 33-ე დღეა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა