ანონსი 23 ივლისი

23 ივლისს, 10:30 საათზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) - 2015-2018 წლებში ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ წარმოებული ფინანსური დოკუმენტაციის შეუსაბამობის, ინტერესთა კონფლიქტის სავარაუდო ფაქტების, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი განკარგვისა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული ვალდებულებების უგულვებელყოფის შესახებ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: შევჩენკოს ქ. #1

საკონტაქტო: 599 500 137

23 ივლისს, 10:30 საათზე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების 6 თვის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება - „რეგიონების განვითარება - 2019“. პრეზენტაციას დაესწრება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობენ: პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

მის.: სასტუმრო „სტამბა“, კოსტავას ქუჩა #14

23 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი, ვატო შაქარიშვილი ბრიფინგს გამართავს.

მის: ხეთაგუროვის ქუჩა, კოსტა ხეთაგუროვის ძეგლის მიმდებარედ.

საკონტაქტო: 558 36 36 44 თაკო სანოძე

23 ივლისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში, „შენების მოძრაობის” ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება ბიძინა ივანიშვილთან დავით უსუფაშვილის შუამავლობის შესახებ, "რუსთავი 2-ის" საქმე, ნიკა გვარამიას განცხადება გადაწყვეტილების აღსრულებაზე, მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო: 593 53 45 24

23 ივლისს, 12:00 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის სიახლეები - C ჰეპატიტის, აივ ინფექციის და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის ინოვაციური პროექტი რეგიონებში.

მის: წერეთლის გამზირი N144;

საკონტაქტო: ნინი ტალახაძე 595 05 36 05

23 ივლისს, 12:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება კონფერენცია თემაზე „სანდო მართლმსაჯულება, დემოკრატია და ეკონომიკური განვითარება: გამოწვევები და შესაძლებლობები“. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი. კონფერენციაზე განიხილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები.

მის: თელავის ქ.20.

საკონტაქტო: 558 132241

23 ივლისს, 13:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი ბრიფინგს გამართავს.

23 ივლისს, 14 :00 საათზე, "ქრონიკა+"-ის ოფისში ელისო კილაძე და ადვოკატი არჩილ თაბაგარი პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა:ზეწოლა კერძო ბიზნესზე და ვანო ჩხარტიშვილის ინტერესები.

მის: გუდაურის 3;

საკონტაქტო: 599 17 12 12 ელისო კილაძე

23 ივლისს, 15:00 საათზე, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიაში ბრიფინგს გამართავს.

23 ივლისს, 15:00 საათზე, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიაში ბრიფინგს გამართავს.

23 ივლისს, 16:00 საათზე, კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებულები გენერალურ პროკურატურასთან აქციას გამართავენ.

23 ივლისს, 16:00 საათზე, კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებულები გენერალურ პროკურატურასთან აქციას გამართავენ.

23 ივლისს, 18:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) თანამშრომლობის ფარგლებში საერთაშორისო სადოქტორო სკოლის (IDS) გახსნის ღონისძიება გაიმართება.

23 ივლისს, 19:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, კონკურსი Meliora 2019 ოფიციალურად გაიხსნება.

საკონტაქტო: მაიკო ჩიტაშვილი - 593260609

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა