ანა დოლიძე - მეორდება პრაქტიკა, როდესაც ღამ-ღამობით ხდებოდა მოსამართლეების მოსმენა

მეორდება პრაქტიკა, რომელიც იუსტიციის საბჭოში იყო წლების წინ, როდესაც ღამ-ღამობით ხდებოდა მოსამართლეების მოსმენა. "ქართული ოცნება" ერთი-ერთში იმეორებს ამ პრაქტიკას,- ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

დოლიძის თქმით, მას და ნაზი ჯანეზაშვილს საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან არ ეძლევათ საშუალება, საკმარისი რაოდენობის კითხვები დაუსვან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს. დოლიძე მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევას იუსტიციის საბჭო ფორსირებულ რეჟიმში ახორციელებს.

"ამის ერთადერთი მიზანია, ჩუმად, ზაფხულში, დიდი საზოგადოებრივი პროტესტის მიღმა მოხდეს მოსამართლეების დანიშვნა, აგვისტოს თვის განმავლობაში. სექტემბერ-ოქტომბერში ამ პროცესებს კი დიდი საზოგადოებრივი მსჯელობა ექნება. რა თქმა უნდა, "ქართულ ოცნებას", ამ ჯგუფს სურს, რომ მთელი ეს საზოგადოებრივი ყურადღება ამ პროცესს ასცდეს და მშვიდად, აგვისტოში, მოხდეს მოსამართლეების დანიშვნა. ამას ემსახურება ის, რომ საბჭოში გასაუბრება ღამე იყო და დღესაც ღამე იქნება. ასევე ამას ემსახურება ის, რომ ჩვენ არ გვაძლევენ დავსვათ იმდენი კითხვა, რამდენიც გვინდა", - განაცხადა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო