დიმიტრი გვრიტიშვილი - ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ცდილობენ, გააჭიანურონ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ცდილობენ, გააჭიანურონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი.

როგორც გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიზეზი კი ისაა, რომ დოლიძის და ჯანეზაშვილის ინტერესში არ შედის მოსამართლეთა სია პარლამენტს გონივრულ ვადაში წარედგინოს.

"გასაუბრების პროცესი აჩვენებს, რომ კონკურენცია იქნება საკმაოდ მძფრი, იმიტომ, რომ როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე კანიდატების აბსოლუტური უმრავლესობა, ჩემი აზრით, თავს ძალიან კარგად წარმოაჩენს. სამწუხაროდ, გრძელდება ისევ ტენდენცია, რაც დაამკვიდრეს ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა. ისმის ერთი და იგივე შეკითხვები სხვადასხვა კონტექსტში, მხოლოდ იმიტომ,რომ პროცესი გაჭიანურდეს. მათ არაერთხელ თქვეს,რომ იუსტიციის საბჭოს შესაძლებლობას არ მისცემენ, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე ,ანუ გონივრულ ვადაში ეს სია იქნას წარდგენილი. სიჩქარეში გვდებენ ბრალს. გასაუბრებაზე მყოფმა უზენაესი სასამართმოს მოსამართლემ დაასახელა ის ვითარება, რაც შექმნილია უზენაეს სასამართლოში, მაგრამ ამ ადამიანებს ეს არ აინტერესებთ" , განაცხადა გვრიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა