იუსტიციის საბჭოში დღეს მოსამართლეობის სამ კანდიდატს გაესაუბრებიან, მათ შორის გენპროკურორ შალვა თადუმაძეს

იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს გაესაუბრებიან, მათ შორის გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს. კერძოდ, დღეს, 10:00 საათზე, საბჭოს წევრები შალვა თადუმაძეს გაესაუბრებიან, 14:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს, 17:00 საათზე კი არამოსამართლე კანდიდატს გიორგი თევდორაშვილს.

22 ივლისს გასაუბრება უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეობის სამმა კანდიდატმა გაიარა, ესენი არიან: გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მაია ვაჩაძე და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ზამბახიძე.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 17 ივლისს დაიწყო. გაუსაუბრების უკვე გაიარა 12-მა კანდიდატმა. შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კაციანი სიიდან ე.წ. გრძელი სია შეადგინა, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად სწორედ ეს 20 კაციანი სია გადაეგზავნება.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა