დიდი ბრიტანეთის მომდევნო პრემიერის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი

დღეს გახდება ცნობილი ვინ იქნება დიდი ბრიტანეთის მომდევნო პრემიერი - ბორის ჯონსონი თუ ჯერემი ჰანტი.

შეჯიბრის შედეგები ადგილობრივი დროით შუადღემდე უნდა გამოცხადდეს. ახალ პრემიერს კენჭი ბრიტანეთის მმართველმა კონსერვატიული პარტიის 160 000-მა წევრმა უყარა. ხმის მიცემა გუშინ დასრულდა.

გამარჯვებული კანდიდატი პრემიერის პოსტზე მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად ოთხშაბათიდან შეუდგება.

ბორის ჯონსონი ლონდონის ყოფილი მერია, იგი ბრექსითის მომხრეა და აცხადებს, რომ ქვეყანამ ევროკავშირი 31 ოქტომბრამდე უნდა დატოვოს, თუნდაც შეთანხხმების გარეშე.

ჯერემი ჰანტი კი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელიც აცხადებს, რომ მზად არის ბრიუსელთან ბრექსითის საკითხზე მოლაპარაკებები განაგრძოს და თუ საჭირო იქნება ახალ შეთანხმებას მიაღწიოს.

„ბიბისის“ ცნობით, კანდიდატებს შორის ფავორიტი ბორის ჯონსონია. გამარჯვებული კანდიდატი ტერეზა მეის ჩაანაცვლებს, რომელიც დღეს მთავრობის სხდომას ბოლოჯერ უხელმძღვანელებს.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო