შალვა თადუმაძის მოსამართლე კანდიდატად რეგისტრაციისას მის რეკომენდატორებთან დაკავშირებით შეკითხვები საბჭოს მოსამართლე წევრებსაც აქვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, გასაუბრების დროს იუსტიციის საბჭოსაც ექნება კითხვები გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძესთან, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატად რეგისტრაცისას მის რეკომენდატორებს ეხება.

მისივე თქმით, გასაუბრებისას შესაბამისი შეკითხვები დაისმება კანდიდატთან.

„მგონი, საჯარო მოსმენის ერთ-ერთი დანიშნულება ისიც არის, რომ გავარკვიოთ, კანდიდატის ზოგადად პიროვნული მსოფლმხედველობაც და ზოგადად მისი კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის მაჩვენებლები.

გამომდინარე იქიდან, რომ შალვა თადუმაძე მუშაობდა აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურაში, ამიტომ ვფიქრობ, რომ რეკომენდატორების დანიშნულება ის არის, რომ ზოგადად ინფორმაცია მიაწოდონ კანდიდატის შესახებ. ამიტომაც პრინციპია, რომ კანდიდატები, როგორც წესი, მიუთითებენ რეკომენდატორებად იმ ადამიანს, რომლებიც კარგად იცნობენ კანდიდატს და შეუძლიათ გარკვეული ცნობები მიაწოდონ ამა თუ იმ უწყებას მის შესახებ ", - განაცხადა გვრიტიშვილმა.

ცნობისთვის, გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რეკომენატორებად მითითებული ჰყავს, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.

როგორც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს გარკვეულ კითხვებს გააჩენს შალვა თადუმაძის აპოლიტიკურობასთან მიმართებით, თუ უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ მის გამწესებას პარლამენტი მხარს დაუჭერს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა