პროკურორი - ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისს იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე, შესაბამისად, მიზანშეწონილ იქნა მისი მოწმის სახით დაკითხვა

ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისს იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე. შესაბამისად, მიზანშეწონილ იქნა მისი მოწმის სახით დაკითხვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა განუცხადა.

თუ რა კითხვები ექნებათ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, პროკურორი არ აკონკრეტებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაიკითხება ირაკლი ოქრუაშვილი. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი მოწმეა, ამას დაკითხვის პროცესი გვიჩვენებს.

ირაკლი ოქრუაშვილი აღნიშნულ დღეს იმყოფებოდა რუსთაველის მოედანზე, შესაბამისად, მიზანშეწონილ იქნა მისი მოწმის სახით დაკითხვა. თუ რა კითხვები იქნება მასთან დასმული, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გიპასუხებთ", - განაცხადა გობეჯიშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უნდა დაიკითხოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო