შალვა თადუმაძე - იმ მონაცემებით, რა მონაცემებიც დამხვდა, მე შევძელი, რომ პროკურატურა დღეს არ არის უკანასკნელ რიგებში ნდობის ხარისხის მიხედვით

საქართველოს პროკურატურაში იმ დროს მივედი, როდესაც საქართველოს პროკურატურას საზოგადოებრივი ნდობის ხარისხის მიხედვით ძალიან სერიოზული პრობლემა ჰქონდა, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებთან გასაუბრების დროს განაცხადა.

მან გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მიღებულ მენეჯერულ გამოცდილებაზე და ინსტიტუციის მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება.

“შემიძლია ვთქვა, რომ პროკურატურაში მივედი მარტო. არ მიმიყვანია ჩემი გუნდი და იმ გუნდით, რომელიც იქ დამხვდა, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და დიდი რესურსი გააჩნია, ერთი წლის მანძილზე შევძელი, პროკურატურა იყოს ისეთი, როგორიც დღეს არის. არ ვიფიქრობ, რომ არის იდეალური პროკურატურა, მაგრამ იმ მონაცემებით, რა მონაცემებიც დამხვდა, მე შევძელი, რომ პროკურატურა დღეს არ არის უკანასკნელ რიგებში ნდობის ხარისხის მიხედვით. ჩემთვის საამაყოა, რომ პროკურატურა და სახალხო დამცველი რეიტინგების მიხედვით ერთმანეთს უტოლდება და ეს კიდევ დიდი გამოწვევაა პროკურატურისათვის.

რაც მე ერთ წელიწადში შევძელი, მაძლევს უფლებას ვთქვა, რომ მაქვს კარგი მენეჯერული გამოცდილება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი კომპონენტი, თუ რატომ უნდა გაკეთდეს, არჩევანი არის ის, რომ თქვენს წინაშეა კანდიდატი, რომელსაც საპროცესო კანონმდებლობის, სახელისუფლებო ურთიერთობების და მენეჯერული გამოცდილებაც გააჩნია“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო