რუსეთში სათხილამურო კურორტზე ბავშვთა ბანაკში ხანძრის შედეგად 11 წლის გოგონა დაიღუპა, სამი ბავშვი კი მძიმე მდგომარეობაშია

რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში, სამთო-სათხილამურო კურორტზე ბავშვთა კარვების ბანაკი დაიწვა. დაზუსტებული ცნობით, ერთი ბავშვი დაიღუპა და სამი მძიმე მდგომარეობაშია. ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

ტურისტული კომპლექსის „ხოლდომის“ ტერიტორიაზე მდებარე კარვების ბანაკში ხანძარი ადგილობრივი დროით 02:31 საათზე გაჩნდა. ბანაკში 7-დან 15 წლამდე ასაკის 189 ბავშვი იმყოფებოდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაღუპულ გოგონას დღეს 11 წელი უსრულდებოდა. სამი ბავშვი ძალიან მძიმე მდგომარეობაში, კომაშია. კიდევ ერთი გამონაბოლქვი გაზით არის მოწამული და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

დაწყებულია გამოძიება. მხარის გუბერნატორის სერგეი ფურგალის განცხადებით, ბანაკი კერძო იყო და შემმოწმებელი კომისიებისგან მის გახსნაზე ნებართვა არ იყო გაცემული.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, სულ ბანაკში 26 კარავი იყო და აქედან 20 მთლიანად დაიწვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა