შალვა თადუმაძე - ჩემი რეკომენდატორებიდან ირაკლი სესიაშვილი და კობა კობალაძე არიან ჩემი მეგობრები, მაია ცქიტიშვილთან წლები ვიმუშავე, მათ ზუსტად იციან ჩემი კვალიფიკაცია

რეკომენდატორების ნაწილში, სამივე ადამიანი არის ის ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის ჩემი კვალიფიკაცია. არც ერთი მათგანი არ არის პოლიტიკური ნიშნით შერჩეული, არც ერთი მათგანი არ არის მმართველ პარტიასთან გაიგივების ნიშნით შერჩეული,- ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა იუსტიციის საბჭოში გასაუბრების დროს განაცხადა, რითაც განმარტა, რატომ ჰყავს კანდიდატად რეგისტრირების დროს მითითებული აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

როგორც შალვა თადუმაძემ განაცხადა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტირის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, ასევე დეპუტატ ირაკლი სესიაშვილთან რამდენიმეწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. მისივე თქმით, კობა კობალაძე მისი მეგობარია. შესაბამისად, თადუმაძის განმარტებით, სამივე ადამიანი არის ის ადამიანი, ვინც მასთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში ცნობებს კარგად ფლობს.

"მე შემიძლია ეს ლოგიკა დაგანახოთ, რატომ იქნა ეს შერჩეული. ირაკლი სესიაშვილთან ერთად გავატარე 11 წელი არასამთავრობო ორგანიზაციაში. ის იყო ჩემი ხელმძღვანელი და ამ ქვეყანაში, თუ ვინმემ იცის ჩემი კვალიფიკაცია, იცის ირაკლი სესიაშვილმა. ბუნებრივია, არამხოლოდ კვალიფიკაცია, არამედ თვისებები, იმიტომ, რომ მე და ირაკლი ვართ მეგობრები.

კიდევ თუ ვინმემ იცის, რა პროფესიული და ადამიანური შესაძლებლობები გამაჩნია, ეს იცის მაია ცქიტიშვილმა, რადგან მე და მან მთავრობის ადამინისტრაციაში ერთად ვიმუშავეთ 6 წელი. ის იყო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მე ვიყავი მთავრობის საპარლამენტო მდივანი. ჩვენ მუშაობის კვეთა გვქონდა ერთმანეთთან, თუნდაც იმიტომ, რომ ადმინისტრაციულ უზრუნველყოფას - საპარლამენტო მდივნის ოფისის უზრუნველყოფდა მთავრობის ადმინისტრაცია. შესაბამისად, მე გარკვეული ოპერატორულ დაქვემდებარებაში მყავდა მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტი. მე ვახორციელებდი იმ სამართლებრივი აქტების სამართლებრივ ექსპერტიზას და ვიზირებას, რომელზეც ქალბატონ მაიას და შემდეგ პრემიერ-მინისტრს ხელი უნდა მოეწერა. შესაბამისად, ქალბატონმა მაიამ იცის ჩემი თვისებები და ჩემო კვალიფიკაცია.

კობა კობალაძე, არის ჩემი მეგობარი, ასევე პარლამენტის წევრი. ის არის ერთადერთი ბრალდებული, რომელიც შევძელი, რომ სასამართლოს დარბაზიდან გამომეყვანა, მაშინ, როდესაც გამამართლებელი განაჩენების მაჩვენებლები არც ისე მაღალი იყო. ამიტომ ეს არის ის ხალხი, რომლებმაც ზუსტად იცან ჩემი შესაძლებლობები და აქ არანაირი პოლიტიკური სიმპათიები არ არის", - განაცხადა თადუმაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს