ირაკლი ოქრუაშვილი - ივანიშვილს ცხოვრების ბოლომდე 20 ივნისის ღამის ტრაგედია გაყვება

ოპოზიციური ლიდერების დაკითხვების მიზანი ოპოზიციის დაშინება და პროტესტის ჩაქრობაა, - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში დაკითხვაზე მისულმა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ვინმე 20-21 ივნისის თემაზე არის დასაკითხი, პირველ რიგში, ეს არის ბიძინა ივანიშვილი.

„მან ურცხვად მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ მას 20 ივნისის ღამეს ეძინა და წარმოდგენა არ ჰქონდა თუ რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე. დიდი ხნის განმავლობაში, ცხოვრების ბოლომდე მას 20 ივნისის ღამის ტრაგედია გაყვება“, -განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, მას წარმოდგენა არა აქვს თუ რა კითხვები ექნება სასამართლოს მის მიმართ.

შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად სასამართლომ დაკითხვაზე ირაკლი ოქრუაშვილიც დაიბარა და ის მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება.

იხილეთ ვიდეო:

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს