მამუკა ბახტაძე - წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს 20%-ით მეტი ბიუჯეტი მივეცით და 6 თვის მონაცემებით, 100%-ზე მეტად ასრულებენ ამ დავალებას

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, 2019 წელს, 20%-ით მეტი ბიუჯეტი მივეცით და ის 6 თვის მონაცემებით 100%-ით მეტად ასრულებენ ამ დავალებას, - ამის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების 6 თვის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ინფრასტრუქტის სამინისტრომ შეძლო და 200 მილიონი ლარით მეტი ინვესტიცია განახორციელა ინფრასტრუქტურაში.

„გასული წლის ზაფხულში, როდესაც მე წარმადგინეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას გავუსვით ხაზი. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს ვგეგმავდით. პირველი ეს გახლავთ რეგიონალური მმართველობის სტრუქტურა, რომელშიც ჩვენ გვქონდა პრობლემები, ხარვეზები, რაც აისახებოდა განხორციელებული და გამოყოფილი ინვესტიციების ვერათვისებაში. ჩვენ შევცვალეთ ბევრი რამ, მათ შორის რეგიონალური მართვის სტრუქტურა. ბევრი პროცესები და პროცედურები და დღეს გვაქვს სრულიად განსაკუთრებული შედეგები. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 20%-ით მეტი ბიუჯეტი მივეცით და ისინი 6 თვის მონაცემებით 100%-ით მეტად ასრულებენ ამ დავალებას. ინფრასტრუქტის სამინისტრომ შეძლო და 200 მილიონი ლარით მეტი ინვესტიცია განახორციელა ჩვენს ინფრასტრუქტურაში. რეგიონალური განვითარება ეს არის სასიცოცხლო მიმართულება ჩვენთვის. აუცილებელია, რომ საქართველოში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია ჩვენი რეგიონების განვითარებით“, - განაცხადა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა