პრემიერი - 2022 წლის ჩათვლით საქართველოს ექნება თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მოგვცემს განვავითაროთ ეკონომიკა და დავძლიოთ სიღარიბე

2022 წლის ჩათვლით საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკა და ერთობლივი ძალებით დავძლიოთ სიღარიბე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების 6 თვის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონალური განვითარების გარეშე საქართველოში წარმოუდგენელია სიღარიბის დაძლევა.

„ეროვნული მნიშვნელობის პროექტების გარდა, ჯერ კიდევ ჩვენს რეგიონებში არის ასაშენებელი ისეთი ტიპის პროექტები, რომლებიც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ. ეს არის: ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროგრამები, რომლებიც უკავშირდება წყლის მიწოდების სიტემებს, სპორტული, განათლების ინფრასტრუქტურის განვითარება და ა.შ. ამ მიმართულებითაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. მე მსურს კიდევ ერთხელ დავარწმუნო ყველა, რომ 2022 წლის ჩათვლით, როგორც ჩვენ შევპირდით მოქალაქეებს, საქართველოს ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა ექნება, რომელიც მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეკონომიკა, კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩავრთოთ ეკონომიკურ განვითარებაში და ერთობლივი ძალებით დავძლიოთ სიღარიბე. რეგიონალური განვითარების გარეშე საქართველოში სიღარიბის დაძლევა წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ მიმართულებაში კიდევ უფრო ამბიციური ამოცანები უნდა დავსახოთ და დარწმუნებული ვარ, წლის მეორე ნახევარი კიდევ უფრო წარმატებული იქნება“, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა