GWP ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს იწყებს

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” ვეკუა -ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალსადენისა და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი სრულად შეცვალა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, განახლებულ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყო. პროექტში gwp-მ 3 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

,,კომპანია დღეიდან, 23 ივლისიდან, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ახალი მაგისტრალური ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად, ეტაპობრივ გადაერთებით სამუშაოებს იწყებს.

პირველ ეტაპზე გადაერთებითი სამუშაოები გლდანის მე-7 და მე-8 მიკრორაიონებში ჩატარდება. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოებს ღამის საათებში განახორციელებენ.

ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით 23 და 25 ივლისს საღამოს 21:00 სთ-დან მომდევნო დღის დილის 09:00 სთ-მდე წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის VII მიკრორაიონის ნაწილს: N1-9 კორპუსებს და მე-19ა კორპუსს, ხოლო 24 და 26 ივლისს საღამოს 21:00 სთ-დან მომდევნო დღის დილის 09:00 სთ-მდე წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის VIII მიკრორაიონის ნაწილს: N1-11 და N23-33 კორპუსებს”, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რამაზ საყვარელიძე - ჩვენი საზოგადოების პრობლემა ისაა, რომ მან ახალი ამბიციური და ბრძოლისუნარიანი პოლიტიკური ძალა, ჯერჯერობით, ვერ წარმოშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2020
ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს
ხელოვნური ინტელექტი და სასამართლო - კიბერმართლმსაჯულება