ირაკლი  ოქრუაშვილი - ივანიშვილმა გასცა ბრძანება ანზორ ჩუბინიძის მეშვეობით, რომ მომიტინგეები დაერბიათ

ივანიშვილმა გასცა ბრძანება ანზორ ჩუბინიძის მეშვეობით, რომ დაერბიათ მომიტინგეები, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვის შემდეგ განუცხადა.

როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა აღნიშნა, ის ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვის საჭიროებასაც ხედავს.

„ის არის ამ ქვეყანაში ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები. მის გარეშე ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა ვერავინ რომ დაერბიათ მომიტინეგეები. ივანიშვილმა გასცა ბრძანება ანზორ ჩუბინიძის მეშვეობით, რომ დაერბიათ ისინი“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გამოკითხვას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ გვერდიგვერდ ორი შენობის მაღალჩინოსნები „ერთმანეთის ტყავს“ არ დახევენ.

„წარმოდგენა არ მაქვს გახარიას გამოკითხვაზე. გვერდიგვერდ ორი შენობის მაღალჩინოსნები ერთმანეთის ტყავს არ დახევენ არავითარ შემთხვევაში“, - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

გარდა ამისა, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ არ მოუწოდა ოქრუაშვილმა მომიტინგეებს სიმშვიდისკენ და დაშლისკენ მას შემდეგ, რაც პარლამენტის შენობის წინ სიტუაცია დაიძაბა, რაზეც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა უპასუხა, რომ ის ხალხს აშოშმინებდა.

„ვინ გითხრათ, რომ არ მოვუწოდებდი ხალხს. წინა რიგებში ვიდექი და ხალხს ვაშოშმინებდი. ამოიღეთ კადრები და ნახავთ, პარლამენტის წინა მხრიდანაც და გვერდიდანაც ჩანან ამ კადრებში და ხალხს მეტ-ნაკლებად ვაწყნარებ“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა