არჩილ თალაკვაძე 20 ივნისის აქციაზე - პოლიციის და შს მინისტრის  ვალდებულება იყო, დაეცვა კონსტიტუციური წესრიგი და ინსტიტუტი ძალადობრივი შეტევისგან

პოლიციის და შს მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ვალდებულება იყო, რომ დაეცვა კონსტიტუციური წესრიგი და ინსტიტუტი ძალადობრივი შეტევისგან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თალაკვაძის თქმით, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა არის პოლიტიკური მოთხოვნა იმ ოპოზიციის ლიდერების მხრიდან, რომლებსაც არანაირი მორალური უფლება არ აქვთ.

„ისინი მხარს უჭერდნენ ძალადობრივ სცენარს პარლამენტის წინ. ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი არაერთი მოქალაქე დაშავდა, ჩვენი პრიორიტეტია მათზე ზრუნვა, მათი სრული სამედიცინო რეაბილიტაცია და ამ ხარჯებს ფარავს სახელმწიფო. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ დაშავდნენ მოქალაქეები, პოლიციელები და ჟურნალისტები, მაგრამ არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ მოითმენს იმას, რომ კონსტიტუციურ წესრიგზე, მოქალაქეების უსაფრთხოებასა და პარლამენტზე მოხდეს ძალადობრივი შეტევა. პოლიციის და შს მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ვალდებულება იყო, რომ დაეცვა კონსტიტუციური წესრიგი და ინსტიტუტი ძალადობრივი შეტევისგან”,-აცხადებს თალაკვაძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს