მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და ბანკების მხრიდან ჯერჯერობით დიდი პროგრესი არ ჩანს

საკმაოდ ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ბანკებთან მოლაპარაკება გვქონდა და ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. ჯერჯერობით დიდი პროგრესი ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და ბანკების მხრიდან არ ჩანს, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ისინი მუდმივ კომუნიკაციაში არიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან და იმედოვნებს, რომ პროცესი წარიმართება.

„იცით, რომ ჩვენ პრაქტიკულად ყველა მოთხოვნას დავეთანხმეთ, რომელიც იყო დაყენებული მოლაპარაკებების პროცესში საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტებისა და კონსორციუმის მხრიდან, გარდა ტვირთების კომერციული რისკების დაზღვევისა. ამ ეტაპზე უშუალოდ კონსორციუმმა და საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა ერთმანეთში უნდა მოილაპარაკონ იმ მექანიზმებზე, რომელიც საშუალებას მისცემს ბანკებს, რომ ასესხონ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს თანხა.

ჩვენ გადავადებული გვაქვს ვალდებულებების შესრულების თარიღი წლის ბოლომდე. გარდა ამისა არის ეტაპობრივი თარიღები და ვადები. მაგალითად: 15 აგვისტოს უკვე ველოდებით ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და სამშენებლო კომპანიას შორის შეთანხმებული ხელშეკრულების პროექტს. 15 ოქტობრისთვის ველოდებით წინასწარ პირობებს ბანკებიდან და ანაკლიის განვითარების კონსორციუმისგან საკუთარი დაფინანსების მოზიდვის ნაწილში. იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი წარიმართება. თუმცა, სიფრთხილითაც უნდა შევხედოთ ამ პროცესს, რადგანაც საკმაოდ ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ბანკებთან მოლაპარაკება გვქონდა და ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. ჯერჯერობით დიდი პროგრესი ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და ბანკების მხრიდან არ ჩანს“, - აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა