მაია ცქიტიშვილი განმარტავს, რატომ გაუწია რეკომენდაცია მოსამართლის თანამდებობაზე შალვა თადუმაძეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დარწმუნებულია, რომ გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ყველა იმ პროცესს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა უნდა გაიაროს, წარმატებით გაივლის.

ცქიტიშვილმა განმარტა, თუ რატომ გაუწია უზენაეს სასამართლოში რეკომენდაცია შალვა თადუმაძეს.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის თადუმაძესთან ერთად 2012 წლის ნოემბრიდან მუშაობს და იცის მისი პიროვნული მახასიათებლები და კვალიფიკაცია.

„შალვა თადუმაძესთან ერთად ვმუშაობდი მთავრობის ადმინისტრაციაში 2012 წლის 1-ელი ნოემბრიდან, მანამდე, სანამ მეც გადავედი მთავრობის ადმინისტრაციიდან და შალვა თადუმაძემაც შეიცვალა ადგილი. ძალიან პრინციპული, წესიერი და მცოდნე ადამიანია და დარწმუნებული ვარ ამ კრიტერიუმებით, ის რა თქმა უნდა, შეძლებს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებას, რასაც მოსამართლე ჰქვია, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ შემრჩევი კომისია და პარლამენტი დაამტკიცებს მის კანდიდატურას. რაც შეეხება რაიმე სახის ეჭვებს, ჩვენ ვხედავთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა მიმდინარეობს ძალიან ღიად, პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში, ასევე მკაფიოდაა განსაზღვრული კრიტერიუმები და რა თქმა უნდა, პარლამენტმაც უნდა გამოუცხადოს ყველა მოსამართლეს ნდობა. დარწმუნებული ვარ, შალვა თადუმაძე ამ პროცესს წარმატებით გაივლის“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის რანგში გასაუბრებას გადის.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა