სოფო ვერძეული - უხერხულია შალვა თადუმაძის მოსამართლეობის კანდიდატის სტატუსში ნახვა, გაუგებარია, რატომ აღარ სურს მას გენერალური პროკურორობა

ჩემთვის არამარტო უცნაურია, უხერხულიც არის გენერალური პროკურორის ამ სტატუსში ნახვა, მითუმეტეს, როდესაც ერთი წლის დანიშნულია ამ თანამდებობაზე, - ამის შესახებ „ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის სწავლების ცენტრის“ ხელმძღვანელმა სოფო ვერძეულმა ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ განმწესების თაობაზე შალვა თადუმაძის სურვილზე კომენტირებისას განუცხადა.

ვერძეულის თქმით, გაუგებარია თადუმაძეს რატომ აღარ სურს გენერალური პროკურორობა და სურს, რომ გახდეს მოსამართლე.

“ჩემთვის არამარტო უცნაურია, უხერხულიც არის გენერალური პროკურორის ამ სტატუსში ნახვა, მითუმეტეს, როდესაც ერთი წლის დანიშნულია ამ თანამდებობაზე. ჩემი აზრით, მან მნიშვნელოვანი და სერიოზული ეტაპები გაიარა შერჩევის და კონკრეტული ხედვით მივიდა იმ უწყებაში, სადაც მივიდა, ამიტომ მე ვერ ვხსნი ერთი წლის თავზე როგორ შეიძლება გენერალური პროკურორი, რომლის ამ ერთწლიან საქმიანობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვაა, როგორ შეიძლება ახლა ამბობდეს, რომ აღარ სურს გენერალური პროკურორობა და ურჩევნია იყოს მოსამართლე. ეს რა ტიპის პროფესიული არჩევანი, რა ტიპის განაცხადია საერთოდ თანამდებობის პირის მხრიდან, ჩემთვის არის გაუგებარი და უხერხულიც კი,“ - განაცხადა ვერძეულმა.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო