ნინო ლომჯარია „რუსთავი 2“-ზე - იმ საკითხში, რომ ახალმა მესაკუთრემ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა, კანონდარღვევა ვერ დავინახეთ

მე მქონდა სურვილი მოქმედ დირექტორთან პაატა სალიასთან დაკავშირების და თუმცა, ის დღემდე არ გამოსულა კონტაქტზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განუცხადა.

ომბუდსმენი უახლოეს დღეებში არხის კოლექტივთან და ჟურნალისტებთან შეხვედრას გეგმავს, სადაც შრომითი უფლებების დაცვის, ასევე, ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლების შენარჩუნების საკითხებზე იმჯელებენ.

როგორც ლომჯარია ამბობს, არხის თანამშრომლებს შეუძლიათ სახალხო დამცველი იმედი ჰქონდეთ.

რაც შეეხება, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ბეჭდურ ვერსიას, რომელიც გასაჩივრების ვადებს ეხება, როგორც ლომჯარია აღნიშნავს, ამ საკითხზე მსჯელობა გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე შესაბამის კვალიფიციურ პირებთან ერთად გამართა.

„რა თქმა უნდა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ზოგადად, ძალაში შედის მას შემდეგ, რაც გასაჩივრების ვადა გადის და ეს ამ შემთხვევაშიც ასე არის, თუმცა საქმე ეხებოდა დროებითი ღონისძიების გაუქმებას, ანუ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო სტრასბურგმა და მან მოხსნა დროებითი ღონისძიება, რამაც მისცა შესაძლებლობა, ამ შემთხვევაში უკვე ახალ მესაკუთრეს, რომ მოეთხოვა დაუყოვნებლივი აღსრულება. შეიძლება ვისაუბროთ მიზანშეწონილობაზე, რა შეიძლება ყოფილიყო უმჯობესი, თუმცა, ამ შემთხვევაში იმაში, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა ახალმა მესაკუთრემ, ჩვენ კანონდარღვევა ვერ დავინახეთ. გადაწყვეტილების აღსრულება არის სხვა, ანუ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. განმარტებისთვის ვიტყვი უბრალოდ, მე არ ვარ მხარე და ვიღაცის პოზიციებს არ ვიცავ, მაგრამ ამ შემთხვევაში, საქმე ეხებოდა იმას, რომ დროებითი ღონისძიება, როგორც შეჩერება გადაწყვეტილების გააუქმა სტრასბურგმა. ეს არ არის გადაწყვეტილება, ეს არის უშუალოდ ის დროებითი ღონისძიება, რომელიც მან ჩათვალა, რომ გამოხატვის თავისუფლების ასე ვთქვათ, რისკების გამო უნდა შემოეღო, ეს გააუქმა და შესაბამისად, დადგა სამართლებრივად ისეთი საფუძველი, რომ შეეძლო მას მოეთხოვა უკვე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მიზანშეწონილობა შეიძლება სხვა არის და შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმჯობესი იყო, საბოლოო გადაწყვეტილება მიეღო და გვენახა საბოლოოდ რა პოზიცია ჰქონდა მათ შორის დიდ პალატას, თუმცა ამ ნაწილში (დროებითი ღონისძიების ნაწილში) გადაწყვეტილება ისედაც არ საჩივრდება და ის ამ ნაწილს არ შეაჩერებდა”,- განაცხადა სახალხო დამცველმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო