შალვა თადუმაძე განმარტავს, რატომ გამოთქვა მოსამართლეობის სურვილი ახლა

რომ არა უკანასკნელი წლების პროფესიული კარიერა, საბოლოო ჯამში, მაინც ვისურვებდი მოსამართლის სტატუსი მქონოდა, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებთან გასაუბრების დროს განაცხადა.

“რომ არა ის პროფესიული კარიერა, რაც უკანასკნელ წლებში დავაგროვე, საბოლოო ჯამში მაინც მივიდოდი ამ სტატუსის მიღებამდე და ვისურვებდი, რომ მქონოდა მოსამართლის სტატუსი”, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

თადუმაძემ აღნიშნა, რომ სხვადასხვა მოვლენების გათვალისწინებით, მისთვის მოსამართლეობა რთული იქნებოდა იმ დროს, როდესაც იგი საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა.

“მაშინ, როდესაც ხარ მაღალი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირი, მითუმეტეს რომ გადახედავ შენს მიერ განვლილ გზას, არის ის, რომ შესაბამისი სტატუსის მოპოვებაზე იფიქრო. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ რთული იქნებოდა ჩემი მოსამართლეობა იმ დროს, როდესაც საადვოკატო საქმიანობას ვეწეოდი, სხვადასხვა მოვლენების გამო, რომელზეც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ ვისაუბროთ, ამიტომ როდესაც მომეცა შესაძლებლობა მივიღო მოსამართლის სტატუსი, მაშინ გადავწყვიტე, რომ მივიღო მოსამართლის სტატუსი“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო