მაია ცქიტიშვილი - ექვსი თვის მონაცემებით, 183 მილიონი ლარით მეტი პროექტი დაფინანსდა, ვიდრე წინა წელს

მთლიანობაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჯამური ბიუჯეტი წელს ექვსი თვის მონაცემებით, 100 პროცენტის გადაჭარბებით შესრულდა. ექვსი თვის მონაცემებით, 183 მილიონი ლარით მეტი პროექტი დაფინანსდა, ვიდრე წინა წელს და ვიდრე ოდესმე ყოფილა დაფინანსებული, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მაია ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე სამინისტრო უფრო მეტი პროექტის შესრულებას შეძლებს, რადგან მომავალში უწყებას ამბიციური გეგმები აქვს. მისივე თქმით, აღნიშნული შესაძლებელი გახდა იმ სისტემური ცვლილებების შედეგად, რომელიც პროექტების მართვის, შესყიდვების, დაგეგმარებისა და მონიტორინგის ნაწილში განხორციელდა.

„წელს რეკორდული თანხა იხარჯება რეგიონებში - 400 მილიონი ლარი. ეს არის მიმართული 6700 პროქტის განხორციელებაზე და ყველა ეს პროექტი თვითმმართველობის მიერ ხორციელდება ჩვენი უშუალო მონიტორინგითა და ჩართულობით. უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის განსაკუთრებულად დიდი მოცულობა, რომელიც ჩვენ ჯერ არასდროს გვქონია. ექვსი თვის მონაცემებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდებიდან შესრულების დინამიკა არის ბევრად უფრო კარგი. უკვე ექვსი თვის განმავლობაში შარშანდელთან შედარებით სამჯერ უფრო მეტი თანხაა დახარჯული ფონდებიდან, რაც სამჯერ მეტ შესრულებულ პროექტს ნიშნავს.

გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა ბევრი სიახლე მუნიციპალიტეტებში. ეს იყო, სკოლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რომელზეც 40 მილიონი ლარის ოდენობის თანხა იყო წლის განმავლობაში გამოყოფილი. 642 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს უშუალოდ მუნიციპალიტეტების მიერ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის სრული მოცულობა ამ პროექტების, რადგანაც დამატებით კიდევ მუნიციპალური განვითარების ფონდი და სამინისტრო ახორციელებენ პროექტებს“,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო