შალვა თადუმაძე - დღეს სასამართლოში პროკურატურიდან არანაირი მითითებები არ მიდის

დღეს სასამართლოში პროკურატურიდან არანაირი მითითებები არ მიდის, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებთან გასაუბრების დროს განაცხადა.

“მოდელირებას მოვახდენ სასამართლოს და პროკურატურას შორის, აღარ მოვერიდები დელიკატურ მიდგომებს. ყველას გვახსოვს, 2012 წლამდე რა როლი და გავლენა ჰქონდა პროკურატურას სასამართლოზე, თუნდაც იმ მაჩვენებლით, რაც გამამტყუნებელი განაჩენი იყო. თავს არ მოვიტყუებ ვთქვა, რომ კომფორტული იყო იმ დროს სასამართლოში პირის დაცვა იმიტომ, რომ იდეაში, არაფერს აზრი არ ჰქონდა. დღეს ეს ასე არ არის. ჩემს სიტყვებზე ვარ პასუხისმგებელი, რომ დღეს სასამართლო არ არის კომუნიკაციაში პროკურატურასთან და არანაირი მითითებები პროკურატურიდან არ მიდის. მეორე-პროკურატურის მენეჯმენტში მონაწილეობენ მოსამართლეები. ნებისმიერ დროს, ანგარიშვალდებული ვარ მოსამართლეების წინაშე“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

მან აღნიშნა, რომ ასევე შესაცვლელია დამოკიდებულება სხვა ხელისუფლებებთან დაკავშირებითაც.

“თუ ასე არ შეიცვალა დამოკიდებულებები სხვა უწყებებთან და სხვა ხელისუფლებების წარმომადგენლებთან დაკავშირებით, მუდმივი პრობლემა იარსებებს, თუ არ იქნა განცდა იმისა, რომ სასამართლო არის ხელისუფლება“, - აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა