2019 წლის ექვსი თვის მონაცემებით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების დროს გარდაცვალების ყველაზე მეტი ფაქტი სიჩქარის გადაჭარბებამ გამოიწვია

2019 წლის ექვსი თვის მონაცემებით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების დროს გარდაცვალების ყველაზე მეტი ფაქტი სიჩქარის გადაჭარბებამ გამოიწვია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ აცნობეს, სიჩქარის გადაჭარბების შედეგად დაიღუპა 27, დაშავდა -214; საპირისპირო ზოლში გადასვლის დროს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაიღუპა 24, დაშავდა -359; ალკოჰოლური თრობის ქვეშ დაიღუპა 6, დაშავდა -145.

საქართველოსა და თბილისში 2019 წლის 6 თვეში, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 53 ქვეითი დაიღუპა, დაშავდა-752. ამასთან, 2019 წლის ექვს თვეში, გარდაცვლილია 3 ველოსიპედისტი, დაშავებულია-19. სტატისტიკის მიხედვით, ექსვი თვის მანძილზე საგზაო შემთხვევების შედეგად გარდაიცვალა 4 მოტოციკლისტი, დაშავდა-80. სატვირთო ტრანსპორტის მონაწილეობით კი დაიღუპა 4, დაშავდა-20 ადამიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო