რომან კაკულია - დარწმუნებული ვარ, შეკითხვებს პასუხი გაეცემა და ბესელიას არ ექნება შეგრძნება, რომ მისი მოთხოვნა იგნორირებულია

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი თემებია ისეთი, რომელსაც შესაძლებელია ჩვენთვის სასურველ დროში პასუხი არ გაეცემა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ ჟურნალისტებს დეპუტატის პირადი ცხოვრების საქმეზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც კაკულიამ აღნიშნა, ცქიტიშვილმა „თქვა ის რაც ალბათ საჭიროდ ჩათვალა“

„როგორც ვიცი, მიმდინარეობდა გამოძიება. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი თემებია ისეთი, რომელსაც შესაძლებელია ჩვენთვის სასურველ დროში პასუხი არ ეცემა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეკითხვებს პასუხი გაეცემა და არ ექნება ქალბატონ ეკას იმის შეგრძნება, რომ იგნორირებულია მისი რომელიმე მოთხოვნა სამართალდამცავების მიმართ“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.

შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი არ თვლის, რომ ეკა ბესელიას პირად ცხოვრებაზე გაკეთებული მისი განაცხადება არაეთიკური იყო. მაია ცქიტიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ დეპუტატ ეკა ბესელიას მხრიდან პირად ცხოვრებაზე საუბარი უკვე დამღლელია, რასაც თავად ბესელიამ „მდაბიო“ და „სამარცხვინო“ უწოდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს