ბრიტანეთს სპარსეთის ყურესა და ორმუზის სრუტეში კომერციული ნაოსნობის დასაცავად ევროპული მისიის შექმნა სურს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ სპარსეთის ყურესა და ორმუზის სრუტეში ნაოსნობის უსაფრთხოების გეგმების შემუშავებაში გაერთიანებული სამეფო მონაწილეობას მიიღებს.

გემების დაცვა ამ რეგიონში ევროპის სახელმწიფოების მიერ აშშ-ის მონაწილეობის გარეშე განხორციელდება, რადგანაც თეირანზე „მაქსიმალური ზეწოლის“ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გაცხადებულ პოლიტიკას დიდი ბრიტანეთი არ უერთდება. ამას გარდა, ლონდონი მზად არის მკაცრი საპასუხო ზომები მიიღოს ირანის მიმართ, თუ თეირანი ტანკერს არ გაათავისუფლებს. მან ირანის მიერ ბრიტანული ტანკერის დაკავებას „პირატული აქტი“ უწოდა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანს გემის ეკიპაჟისა და თვით ტანკერის საწრაფოდ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

ორმუზის სრუტეში სიტუაცია ბოლო დღეებში ძალიან დაიძაბა. პარასკევს ირანმა ბრიტანული ტანკერი დააკავა, გიბრალტარის სრუტეში მისი ტანკერის შეჩერების პასუხად. ირანულ ტანკერს ნავთობი სირიაში მიჰქონდა ევროპულ-ამერიკული სანქციების დარღვევით. ამჯერად სპარსეთის ყურეში ბრიტანეთის 8 გემია გაჩერებული და ორმუზის სრუტისკენ ვერ მიდის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა