ზაზა თავაძე აცხადებს, რომ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესდეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ზაზა თავაძე აცხადებს, რომ აკმაყოფილებს მოთხოვნებს იმისათვის, რომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესდეს.

როგორც თავაძემ იუსტიციის საბჭოში გასაუბრების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მას აქვს შესაბამისი გამოცდილება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე პრეტენზია გამოეთქვა.

"დაახლოებით 20 წელია მაქვს სპეციალობით მუშაობის გამოცდილება. აქედან 9 წელი საკონსტიტუციო სასამართლოში, მანამდე აღმასრულებელ ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობებზე. შესაბამისად, სრულიად ვაკმაყოფილებ იმ სტანდარტსა და მოცემულობებს, რაც განსაზღვრულია უზენაესი სასამათლოს მოსამართლისათვის", - განაცხადა ზაზა თავაძემ.

კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა საკონსტიტუციო სასამართლოდან უზენაეს სასამართლოში გადასვლა, თავაძე განმარტა, რომ სისტემა მისთვის უცხო არ არის.

"ეს არ გახლავთ ჩემთვის უცხო სისტემა. სასამართლო ხელისუფლებას ქმნის საკონსტიტუციო სასამართლო, საერთო სასამართლოებთან ერთად. ამიტომ, თუ საბჭოს მოთხოვნებს დავაკმაყოფილებ, შემდეგ პარლამენტის მიერ ვიქნები მხარდაჭერილი, ვფიქრობ, თავს გავართმევ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს საერთო სასამართლოს წინაშე არსებობს", - განაცხადა თავაძემ.

მისი თქმით, რამდენიმე თვე დარჩა საკონსტიტუციო სასამართლოში მისი უფლებამოსილების ამოწურვამდე, შესაბამისად, შეიძლება, ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეობა მიეღო.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა