რომან კაკულია - როცა ელექტროენერგიას ვერ აწარმოებ, როცა იმპორტი სწრაფად იზრდება, შეიძლება ამან ტარიფის მატება გამოიწვიოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია არ გამორიცხავს, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფები გაიზარდოს, თუმცა არა ლარის გაუფასურების გამო. როგორც კაკულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ტარიფების მატება შესაძლოა მოხმარების სწრაფმა ზრდამ და იმპორტის ზედამ გამოიწვიოს.

რაც შეეხება ლარის გაუფასურებას, როგორც დეპუტატი ამბობს, მას აქვს მოლოდინი, რომ ლარი დასტაბილურდება.

„ზოგადად ლარის კურსთან მიმართებაში, განმეორებადი ინფორმაციები ადამიანს ბეზრდება და თითქოს ეფექტურობასაც კარგავს. მაგრამ როდესაც საუბარია, რომ არის გარკვეულწილად მონაწილეობა მოლოდინების, ამ შემთხვევაში გვქონდა ჩვენ ამასთან ადგილი, იმიტომ, რომ ყველა ადამიანი, რომელსაც დავუშვათ 100 ლარიც კი ჰქონდა გადანახული, როდესაც წავა და ფიქრობს დოლარი შეიძინოს, რადგანაც მიმდინარე მოვლენების გამო შეიძლება გაუფასურება მოხდეს, ეს, რა თქმა უნდა, მოქმედებს უკვე დოლარზე და მის დეფიციტს ქმნის. მაგრამ ეს არ არის გრძელ ვადაში გაგრძელებადი მდგომარეობა. ველოდები რომ დასტაბილურდება“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ ლარის გაუფასურების გამო, ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდის საჭიროებას ის ამ წუთას ვერ ხედავს.

„რაც შეეხება ტარიფს, მისი ზრდა სამომავლოდ გამორიცხული არაა ისეთ ქვეყანაში, სადაც ძალიან დიდი ტემპებით იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება. როდესაც შენ ვერ აწარმოებ ელექტროენერგიას, როდესაც იმპორტი ძალიან სწრაფად იზრდება და ამაზე დამოკიდებული ხდები, შეიძლება ამან მატება გამოწივიოს, მაგრამ ახლა პირდაპირ თქმა ამის არ შეიძლება. მე არ გამოვრიცხავ. ლარის გაუფასურების გამო ტარიფის ზრდის საჭიროებას, მე ამ წუთას ვერ ვხედავ, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო ვხედავ ამას გაზრდილი მოხმარებიდან და მისი შეუსაბამო ჩვენი გენერირებიდან გამომდინარე“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა