თამაზ მეჭიაური - თუ მოსახლეობა მოგვცემს ამის შესაძლებლობას, შესაძლოა, კოალიციური მთავრობის ფორმირებაშიც მივიღოთ მონაწილეობა

თუ მოსახლეობა მოგვცემს ამის შესაძლებლობას, შესაძლოა, კოალიციური მთავრობის ფორმირებაშიც მივიღოთ მონაწილეობა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თიანეთის მერმა, თამაზ მეჭიაურმა განუცხადა.

პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერის განცხადებით, ის 2020 წლის არჩევნებისთვის აპირებს პარტიის გააქტიურებას და საკანონმდებლო ორგანოში, მანდატების მოპოვებისთვის აქტიურად იბრძოლებს.

„ახლაც რომ ჩატარებულიყო არჩევნები, ვიყრიდი კენჭს, თუმცა ერთწლიანი მაჟორიტარობა არ მხიბლავს. გამომდინარე იქიდან, რომ მსურდა ქუცნაშვილის გავლენები ერთხელ და სამუდამოდ ამომეძირკვა, ამის გამო ვიყრიდი კენჭს. ახლა, როგორც ვიცი და ალბათ, უკან აღარ წაიღებს მმართველი პარტია - 2020 წლიდან აღარ იქნება მაჟორიტარული არჩევნები და შესაბამისად, დღის წესრიგი იცვლება. მაქვს პარტია, რომელიც ნახევრად პასიურ მდგომარეობაში იყო და ახლა მომიწევს გააქტიურება, ვიბრძოლებ არა ერთ მანდატზე, არამედ რამდენიმე მანდატზეც და უფრო სერიოზული ამბიციებიც გვაქვს. თუ მოსახლეობა მოგვცემს ამის შესაძლებლობას, შესაძლოა, კოალიციური მთავრობის ფორმირებაშიც მივიღოთ მონაწილეობა“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა