თამაზ მეჭიაური - მაჟორიტარის არყოლით, თიანეთში, დუშეთსა და ყაზბეგში მეტი სტაბილურობა იქნება, რადგან მუშაობაში ხელს არავინ შეგვიშლის

მაჟორიტარის არყოლით, გაცილებით უფრო სტაბილურობა იქნება მუნიციპალიტეტებში, რადგან ხელს არავინ შეგვიშლის მუშაობაში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა, თამაზ მეჭიაურმა განუცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ თიანეთს, დუშეთს და ყაზბეგს მაჟორიტარი დეპუტატი აღარ ეყოლება.

თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც მუნიციპალიტეტის მაჟრიტარი დეპუტატი იყო, თიანეთში საქმეს აფერხებდა და იმედოვნებს, რომ მისი მანდატის შეჩერების შემდეგ, ადგილობრივი საკრებულო, პრაგმატულ მუშაობაზე გადავა.

„გაცილებით უფრო სტაბილურობა იქნება მუნიციპალიტეტებში, რადგან ხელს არავინ შეგვიშლის მუშაობაში. იმედს ვიტოვებ, რომ საკრებულოც უფრო პრაგმატული გახდება და რეალურად მისი უმრავლესობა მაინც, მოწოდებული იქნება საქმის კეთებაზე და არა ჩაშლაზე. ეს დადებითად აისახება კონკრეტულად თიანეთზე და როგორ აისახება დუშეთზე, ყაზბეგზე, სჯობს მათ ჰკითხოთ. მე არ ვიცი, ზაქარიას როლი ამ მუნიციპალიტეტების ცხოვრებაში. შესაძლოა, ყაზბეგში და დუშეთში იყო გადართული საქმის კეთებაზე და აქ ფუჭებაზე, ამიტომ ცალმხრივად ვერ შევაფასებ, შესაძლოა, სადღაც სასარგებლოც იყო“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

"ქართული ოცნების" წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტი 21 ივნისს დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილებდან გამომდინარე, დუშეთის მუნიციპალიტეტი მაჟორიტარი დეპუტატის გარეშე დარჩა. როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტში ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება და მას საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარი დეპუტატი აღარ ეყოლება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს