საბერძნეთის მთავრობამ ეკონომიკურ პროგრამაზე ნდობის ვოტუმი მიიღო

საბერძნეთის ახალშექმნილმა მინისტრთა კაბინეტმა პარლამენტში ეკონომიკური პროგრამა წარადგინა და სამდღიანი განხილვების შემდეგ ნდობის ვოტუმი მიიღო. პროგრამა გადასახადების შემცირებას და ინვესტიციების სწრაფად მოსაზიდად ზომებს ითვალისწინებს. კენჭისყრა სახელობითი იყო და მას მმართველი პარტიის - „ახალი დემოკრატიის“ 158-მა წევრმა მისცა ხმა.

პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის მთავრობა ეკონომიკის ზრდის სტიმულირებას აპირებს, რომელიც მეოთხედით შემცირდა გაჭიანურებული სასესხო კრიზისის დროს. გეგმის თანახმად ქონების, საშემოსავლო და კორპორატიული გადასახადები შემცირდება. ინვესტიციებისთვის ბიუროკრატიული ბარიერების აღმოსაფხვრელად სახელმწიფო მმართველობის რეფორმაც გატარდება.

ამ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო