აქციის მონაწილეების ინფორმაციით, შეკვეთილში, მათ კარავთან მისასვლელი გზა ჩახერგეს

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მყოფი აქციის მონაწილეების ინფორმაციით, კარავთან მისასვლელი გზა ჩახერგეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათ ერთ-ერთი კარავი, სანაპიროს მხარეს აქვთ გაშლილი, თუმცა დღეს კარავთან მისასვლელ გზაზე ქვები დახვდათ დაყრილი, გზის ნაწილი კი გადათხრილი.

აქციის მონაწილეები, შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ, ვინაიდან მათი ინფორმაციით, ბარიერის აღმართვა საჯარო ადგილას მოხდა და მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების უფლება შეეზღუდათ.

,,რაც აქ ხდება ეს კანონდარღვევაა. აქ იზღუდება ტურისტის და დამსვენებლის უფლებები. მათ სანაპროზე ნორმალურად გადაადგილება არ შეუძლიათ. ნაცვლად იმისა, რომ შესაბამისმა უწყებამ მოახდინოს ხელოვნურად შექმნილი ბარიერის დემონტაჟი, პირიქით, ჩართული არიან ამ პროცესში. რაც უფრო ასეთ მეთოდებს იგონებენ ჩვენს წინააღმდეგ და გვებრძვიან, მით უფრო ვძლიერდებით. ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ გახარიას გადადგომამდე პროტესტი შეწყდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბესო ქათამაძემ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, შეკვეთილში, სხვადასხვა ლოკაციაზე შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები პერმანენტულად გაგრძელდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს