გიგი უგულავა - რაც უფრო დიდხანს გაწელავს ივანიშვილი და არ გადააყენებს გახარიას, ეს გაწელილი ზამბარა მით უფრო მტკივნეულად მოხვდება „ქართულ ოცნებას“ ცხვირში

რაც უფრო დიდი ხანი გაწელავს ივანიშვილი და არ გადააყენებს გახარიას, ეს გაწელილი ზამბარა მით უფრო მტკივნეულად დაუბრუნდება მას და „ქართულ ოცნებას“ მოხვდება ცხვირში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია.

„გახარია არის ტოქსიკური ტვირთი „ქართული ოცნებისთვის“ და სახელმწიფოსთვის. რაც უფრო დიდი ხანი გაწელავს ივანიშვილი და არ გადააყენებს მას, ეს გაწელილი ზამბარა მით უფრო მტკივნეულად დაუბრუნდება მას პირადად და „ქართულ ოცნებას“ მოხვდება ცხვირში. გახარია განწირულია და მისი არგადადგომა შეუძლებელია. ვისაც კიდევ ეჭვი ეპარებოდა ამაში, გუშინ გავრცელებული კადრები, სადაც პირდაპირ ჩანს, 16-17 წლის გოგოებს გამეტებით როგორ ესვრიან სახეში რეზინის ტყვიებს, კიდევ დამატებითი არგუმენტი უნდა იყოს, რატომ უნდა წავიდეს გახარია და რატომ არის აუცილებელი ამ საქმის სრულფასოვანი და სწორი გამოძიება. სანამ გახარია თანამდებობაზე იქნება, სანამ ივანიშვილი მართავს პროკურტურასა და მართლმსაჯულების სისტემას, ჩვენ სიმართლეს ვერ გავიგებთ“, - განაცხადა უგულავამ.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა