პაატა სალია - მინდა, სამუდამოდ, წერტილი დავუსვა გარკვეულ სპეკულაციებს

არანაირი საფუძველი იმისა, რომ გადაწყვეტილება არ აღსრულებულიყო, არ არსებობდა, ეს არის ცალსახა და ამასთან დაკავშირებით ინტერპრეტაციების ადგილი თითქმის არ არის დარჩენილი, - განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ.

მისი თქმით, დღეს გავრცელებული განცხადებები, „რუსთავი 2“-ის ინტერესებს ზიანს აყენებს.

პაატა სალიას განცხადებით, მისი და ქიბარ ხალვაშის მიერ იუსტიციის სახლში განაცხადის გაკეთება წილების გადაფორმებასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად სწორი და კანონიერი იყო.

„დღეს სოციალური მედიით სხვადასხვა ტელევიზიებით და მათ შორის ჩვენი ტელევიზიითაც გაკეთდა სხვადასხვა განცხადება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს თითქოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ლეგიტიმურობას.

ამასთან დაკავშირებით მინდა, გავაკეთო რამდენიმე განმარტება და ერთხელ და სამუდამოდ, წერტილი დავუსვა გარკვეულ სპეკულაციებს, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს.

შეგახსენებთ ყველას, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის სარჩელი და „რუსთავი 2“-ის იმდროინდელი რეგისტრირებული მესაკუთრეების ყარამანაშვილების, ტელეკომპანია „საქართველოს“ სარჩელები არ დააკმაყოფილა. ცალკე აღნიშვნის ღირსია და მნიშვნელოვანია, რომ „რუსთავი 2“-ის სარჩელი, რომელთან დაკავშირებითაც იქნა გამოყოფილი უზრუნველყოფის ღონისძიება. შეგახსენებთ იმას, რომ ეს გამოყენებული იქნა იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რის თაობაზეც ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინე თავის დროზე და ეს საფრთხე იყო თითქოს არხი შეიძლება დახურულიყო, არსებობდა გამოხატვის თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების საფრთხე, სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოირცხა ამგვარი საფრთხის არსებობა. მართალია ეს უპრეცენდენტო ღონისძიება იქნა გამოყენებული სასამართლოს მიერ, თუმცა მოგეხსენებათ, რომ ალბათ, დროებითი ღონისძიებების გამოყენებისას მტკიცების სტანდარტი უფრო ნაკლებია, ვიდრე საქმის დასაშვებობისას, ან არსებითი განხილვისას. შესაბამისად, განიხილა რა, „რუსთავი 2“-ის სარჩელის დასაშვებობა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს სარჩელი არ არის დასაშვები.

სასამართლომ ასევე გადაწყვეტილებაში, სადაც შავი თეთრზე წერია მიუთითა, რომ უნდა გაუქმდეს ის დროებითი ღონისძება, რომელიც იყო ერთადერთი დამაბრკოლებელი გარემოება. საქართველოში მიღებული გადაწყვეტილების დასარეგისტრირებლად და ქიბარ ხალვაშის ამ კომპანიის მესაკუთრედ აღრიცხვასთან დაკავშირებით არსებობს ასევე წერილი, მიღებული იუსტიციის სამინისტროს მიერ, რომელიც მან გაასაჯაროვა, სადაც ცალსახად არის მითითებული, რომ ეს დროებითი ღონისძიება გაუქმდა. შესაბამისად, ყველანაირი სპეკულაცია ამასთან დაკავშირებით არის საფუძველს მოკლებული. ჩვენი მოქმედება, ქიბარ ხალვაშის და მისი წარმომადგენლის მოქმედება, წარგვედგინა უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იუსტიციის სახლში, იყო აბსოლუტურად სწორი და კანონიერი. ვერც ერთი პირი ვერ მიუთითებს იმაზე, რომ რომელიმე საკანონმდებლო ნორმის დარღვევა მოხდა ამ კუთხით. ყველას ვთხოვ თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი განცხადებებისაგან და ისეთი განცხადებებისაგან, რომელმაც შეიძლება არხის ინტერესებს ზიანი მიაყენოს“, - განაცხადა პაატა სალიამ.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა