გიგი უგულავა - „რუსთავი 2“ წაიღო ივანიშვილმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ სიტუაციის შემობრუნების 1% შანსი მაინც არის, არ ვიბრძოლოთ ბოლომდე

„რუსთავი 2“ წაიღო ივანიშვილმა და სარედაქციო პოლიტიკა არსებითად შეიცვლება, უარესისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ სიტუაციის შემობრუნების 1% შანსი მაინც არის, არ ვიბრძოლოთ ბოლომდე“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მან ისაუბრა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ თუ სიტუაციის შემობრუნების მცირე შანსი მაინც არის, ეს გამოყენებული უნდა იქნას.

„ყველა სამართლებრივი საშუალება და ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ თუ სიტუაციის შემობრუნების 1% შანსი მაინც არის, ესეც არ უნდა გავუშვათ ხელიდან. უმნიშვნელოვანესია სამართლებრივი პროცედურები, თუ ასეთს ექნება ადგილი და აუცილებლად უნდა ჰქონდეს, თუ არის ამის შანსი. ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს, რომ შეიძლება, მოგვიწიოს შეგუება იმ ფაქტთან, რომ „რუსთავი 2“ წაიღო ივანიშვილმა და რომ მისი სარედაქციო პოლიტიკა არსებითად შეიცვლება. ნურავინ ნუ შეიქმნის ამაზე ილუზიას - უარესისთვის უნდა ვიყოთ მზად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ 1% მაინც შანსია, არ ვიბრძოლოთ ბოლომდე“, - განაცხადა უგულავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა