ლევან ხაბეიშვილი - მინდა, ბოდიში მოგიხადოთ, რომ ნერვებს გიშლით - პროტესტის ნიშნად კი არა, სიყვარულის გამო ვტოვებ საკრებულოს  სხდომას

თბილისის საკრებულოს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა სხდომათა დარბაზი დატოვა. მან სხდომის დატოვების მიზეზად განმარტა, რომ ის არ აპირებს ხელი შეუშალოს თავის კოლეგებს თბილისელების კეთილდღეობისთვის მუშაობაში. მისი თქმით, სხდომას ის "არა პროტესტის ნიშნად, არამედ სიყვარულის გამო ტოვებს".

"ჩვენ ხომ ვიცით ხოლმე, რომ პროტესტი ნიშნად ვტოვებთ დარბაზს. პირიქით, მე სიყვარულის გამო და იმის გამო დავტოვებ, ხელი რომ არ შეგიშალოთ, რომ ძალიან ბევრი იმუშაოთ თბილისელების კეთილდღეობისთვის", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მან იმ გასახილველი საკითხების შესახებაც გააკეთა განმარტება, რაზეც ამ საკრებულოს სხდომაზე მსჯელობენ. ხაბეიშვილის განცხადებით, საკრებულოს სხდომაზე განსახილველი 52-ვე საკითხი "თბილისელებზეა ორიენტირებული".

"52-ვე საკითხი, რომელსაც გავეცანი, ყველა ერთი მეორეზე უკეთესია. ყველა საკითხი, რაც წამოჭერით, არის თბილისელებზე ორიენტირებული. ყველა საკითხს ეტყობა, რომ არის ნამუშევარი, ნაშრომი", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მან „ბოდიში“ მოიხადა იმისთვის, რომ ამ ხნის განმავლობაში საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდა, როცა მათი გაჭირვების შესახებ საუბრობდა.

"ჩემო კოლეგებო, ერთი თქვენი თანაპარტიელია, მან იცის ასე თქმა - "მინდა დავიწყო ბოდიშით". მეც მინდა, ბოდიში მოგიხადოთ, რომ ამ ხნის განმავლობაში საზოგადოება შეგვყავდა შეცდომაში, რომ თქვენ, მერიის თანამშრომლები კორუფციაში იყვნენ გასვრილები. რა სისულელეა, არანაირი კორუფცია ქვეყანაში არ არის. ასევე მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ ამ ხნის განმავლობაში მე მქონდა შესაძლებლობა, რომ მომეტყუებინა ხალხი და მეთქვა, რომ ამ ადამიანებს უჭირთ, არადა, უბრალოდ გამოაღებენ მაცივარს და ყველაფერი არის კარგად. ხაბეიშვილი დგას და იტყუება საკრებულოს სხდომათა დარბაზში. მე ამის გამო ძალიან ვწუხვარ. რაც კალაძე გახდა დედაქალაქის მერი, ქვეყანაში ხომ კარგის მეტი არაფერი არ ხდება. ამის შემდეგ სერიოზული აღმშენებლობაა და ამის დანახვა როგორ არ შეიძლება? მინდა, რომ ბოდიში მოგიხადოთ, რომ მე აქ ნერვებს გიშლით, თორემ ყველამ კარგად იცის რომ თბილისში არც ეკონომიური პრობლემები აღარ არის, არც სოციალური პრობლემა", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო